სსიპ ვ. ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.კოდის საჯარო სკოლაში გრძელდება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის ჩატარება!

22 მარტს სასკოლო პროექტის, " ჯანსაღი თაობა, ნათელი ფერებით" , ფარგლებში
VII კლასის მოსწავლეებმა სახალისო და ამასთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს I კლასის მოსწავლეებთან .შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და ექიმი,სკოლის თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჰიგიენის შესახებ.
რომელიც ეხებოდა შემდეგ საკითხებს:
ჯანსაღი ცხოვრების წესი; ჰიგიენა; პირადი ჰიგიენის ნივთები და მათი მოვლა;პირის ღრუს მოვლა და ა.შ.
პატარების აქტიურობამ და მათმა ცნობისმოყვარეობამ პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით შეხვედრა მართლაც სახალისო და საინტერესო გახადა.
I კლასის თითოეული მოსწავლე დასაჩუქრდა ჰიგიენისა და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც თავად VII კლასის მოსწავლეებმა მოუმზადეს და გადასცეს მათ.










Комментарии

Популярные сообщения из этого блога

" ჯანსაღი ცხოვრების წესი"