Сообщения

Сообщения за апрель, 2024
Изображение
  7 აპრილი,მსოფლიოს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა! USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ,სამოქალაქო კლუბ -,,თანასწორობის" წევრები, V III კლასის მოსწავლეებთან და თვითმმართველობასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ,ეწვივნენ სკოლის ექიმს-ნათია მონადირიშვილს და სამედიცინო კაბინეტს; გაიმართა დისკუსია ჯანსაღ კვებაზე, აქცენტი გაკეთდა ფიზიკური აქტივობების დადებით მხარეზე და მავნე ჩვევების შედეგებზე,რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე დამღუპველად მოქმედებს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ პირველადი სამედიცინო დახმარების რესურსებს და მათ დანიშნულებას.
Изображение
  სსიპ ვ. ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.კოდის საჯარო სკოლაში გრძელდება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის ჩატარება! 22 მარტს სასკოლო პროექტის, " ჯანსაღი თაობა, ნათელი ფერებით" , ფარგლებში VII კლასის მოსწავლეებმა სახალისო და ამასთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს I კლასის მოსწავლეებთან .შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და ექიმი,სკოლის თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჰიგიენის შესახებ. რომელიც ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ჯანსაღი ცხოვრების წესი; ჰიგიენა; პირადი ჰიგიენის ნივთები და მათი მოვლა;პირის ღრუს მოვლა და ა.შ. პატარების აქტიურობამ და მათმა ცნობისმოყვარეობამ პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით შეხვედრა მართლაც სახალისო და საინტერესო გახადა. I კლასის თითოეული მოსწავლე დასაჩუქრდა ჰიგიენისა და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც თავად VII კლასის მოსწავლეებმა მოუმზადეს და გადას