სსიპ ვ. ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდის საჯარო სკოლა, 2023-2024 სასწავლო წლის II სემესტრიდან , განაგრძობს მუშაობას ახალი სკოლის მოდელის სასკოლო პროექტის -" ჯანსაღი ცხოვრება ნათელი ფერებით"-ფარგლებში.


ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, აღნიშნული პროექტი მჭიდრო კავშირშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
პროექტის ფარგლებში, 22 იანვარს სსიპ ვ. ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდის საჯარო სკოლას ესტუმრა კომპანია " ავერსის" კლინიკის მენეჯერი , პედიატრი ქ-ნი ნონა სააკაშილი და "ავერსის" კლინიკის ქირურგი ბ-ნი სულხან ასანიძე. შეხვედრა გაიმართა საბაზო საფეხურის, კერძოდ VII კლასის მოსწავლეებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის არსზე, სწორ კვბაზე,ცხოვრების რაციონალურ რეჟიმზე, მავნე ჩვევების დაძლევაზე და სხვა. სტუმრებსა და მოსწავლეებს შორის დისკუსია გაიმართა კითხვა- პასუხის რეჟიმში. საუბრის ბოლოს, მოსწაავლეებს დაურიგდათ სამახსოვრო საჩუქრები.
მადლობას ვუხდით ავერსის კლინიკის წარმომადგენლებს, სტუმრობისა და პროექტში შეტანილი წვლილისათვის.
Პროექტის ფასილიტატორი: ანა პაპაშვილი , ლელა მინაძე.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

" ჯანსაღი ცხოვრების წესი"