
სსიპ ვ. ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. Კოდის საჯარო სკოლის ეკოსკოლის ეკოკლუბი აქტიურად ჩაერთო პროექტში - “ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით” , რომელიც მჭიდრო კავშირშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ამასთანავე , იგი მდგრადი განვითარების მე-3 მიზანს ეხმიანება . ჯანმრთელი ცხოვრების კეთილდღეობასთან დაკავშირებით თებერვლის დასაწყისში lll-ბ, და lV ა-ბ კლასებში ბუნებისმეტყველების პედაგოგმა და ეკოსკოლის ხელ-მა ლ. ჯავახიშვილმა ესგ პროგრამის გათვალისწინებით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილები ბუნებისმეტყველებასა და მე და საზოგადოებაში. მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს საინფორმაციო ტექსტები ჩანახატებით და კომიქსები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, წარადგინეს პრეზენტაციები და პოსტერები. ხოლო VI-ბ კლასში პედაგოგების , ლ. ჯავახიშვილისა და ი.დალაქიშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასა და ხელოვნებაში, რომ...