
7 აპრილი,მსოფლიოს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა! USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ,სამოქალაქო კლუბ -,,თანასწორობის" წევრები, V III კლასის მოსწავლეებთან და თვითმმართველობასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ,ეწვივნენ სკოლის ექიმს-ნათია მონადირიშვილს და სამედიცინო კაბინეტს; გაიმართა დისკუსია ჯანსაღ კვებაზე, აქცენტი გაკეთდა ფიზიკური აქტივობების დადებით მხარეზე და მავნე ჩვევების შედეგებზე,რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე დამღუპველად მოქმედებს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ პირველადი სამედიცინო დახმარების რესურსებს და მათ დანიშნულებას.