Сообщения

Сообщения за февраль, 2023
Изображение
 სსიპ ვ. ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები  აქტიურად აგრძელებენ  მუშაობასა და აქტივობების განხორციელებას ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის პროექტის ფარგლებში.   " ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით" - აღნიშნული პროექტი, მოგეხსენებათ მეორე წელია მიმდინარეობს ჩვენს სკოლაში და მოსწავლეებს უვითარებს იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს რომლებიც უმნიშვნელოვანესია ადამიანის , როგორც ჯანმრთელი და ჯანსაღი პიროვნების ფორმირებაშ. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები თებერვლის თვის განმავლობაში, საკუთარ დამრიგებლებთან და ხელოვნების პედაგოგებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ ნახატების შექმნაზე ჯანსაღი ცხოვრების თემასთან დაკავშირებით.  მოსწავლეთა ნამუშევრებიდნ შეირჩა საუკეთესო ნაშრომები და სკოლის შიდა სივრცეში მოეწყო ნახატების გამოფენა.

" ჯანსაღი ცხოვრების წესი"

Изображение
 სსიპ ვ. ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების მიერ კლასის საათის ფარგლებში ჩატარდა საუბარი  თემაზე  " ჯანსაღი ცხოვრების წესი". მოსწავლეებს გააცნეს სწორი კვების, სუფთა ჰაერის , ვარჯიშის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. მოსწავლეებმა შეასრულეს აღნიშნული თემის ამსახველი ნახატები.