საინფორმაციო ბუკლეტი - "გზა ჯანმრთელობისკენ"
" ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით" - პროექტის ფარგლებში, ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და თემის ცნობიერების ამაღლების მიზნით , საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა თვითმმართველობისა და უცხოური ენების მასწავლებლების ( ინგლისური - ლელა მარკოზაშვილი; რუსული- ლელა მინაძე) დახმარებით შექმნეს სამ ენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი სახელწოდებით " გზა ჯანმრთელობისკენ". ბუკლეტის მიზანია მოსწავლეთა და თემში მაცხოვრებელთა ცნობიერების ამაღლება ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ, პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება ,როგორც საკუთარი თავისადმი ასევე თემის მიმართ. საინფორმაციო ბუკლეტის დამზადების შემდეგ , ისინი მოსწავლეებმა თავად დაარიგეს მოსახლეობაში და მოკლედ ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ.