Сообщения

Сообщения за май, 2022

მოსწავლეთა შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან

Изображение
  სასკოლო პროექტის, ,, ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით” , ფარგლებში 11 მაისს ვასილ ბარნოვის სახელობის სოფ. კოდის საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა, წარმატებულ სპორტსმენთან, რამაზ ნოზაძესთან. შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ სპორტის მასწავლებელი გია დემეტრაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. საუბარი ეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ის ძირითადად კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, . შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა! მოსწავლეები შეხვედრის დასასრულს დადებითი ემოციებით ტოვებდნენ დარბაზს.

" იყავი ჯანმრთელი"

Изображение
 "იყავი ჯანმრთელი" -  სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდის საჯარო სკოლაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით , აპრილის თვის განმავლობაში  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს და შექმნეს  ნახატები ხელოვნების მასწავლებლის ინდიანა დალა ქ იშვილის დახმარებითა და  ხელმძღვანელობით. აქტივობის მთავარი მიზანი გახლდათ , მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის უკეთ გაცნობა და საკუთარი დამოკიდებულბების ამ თემასთან დაკავშირებით ნახატების სახით წარმოჩენა. მოსწავლეთა ნამუშევრებით სკოლაში მოეწყო გაამოფენა, რომელსაც სხვა კლასის მოსწავლეები გაეცნენ.

" მხიარული სტარტები"

Изображение
  ახალი სკოლის მოდელის პროექტის "გზა ჯანმრთელობისკენ" ფარგლებში , 10 მაისს სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისსოფ . კოდის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლების იზა ჩხიტუნიძისა და გია დემეტრაშვილის ორგანიზებით ჩატარედა სპორტული შეჯიბრება "მხიარული სტარტები". მასში მონაწილეობდნენ: მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები. ჩატარებული ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზება. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ ღონისძიებებს სისტემატური ხასიათი აქვს. ღონისძიებას ესწრებოდნენ: სპორტის მასწავლებლები- იზა ჩხიტუნიძე, გიორგი დემეტრაშვილი, სკოლის ექიმი- ნათია მონადირიშვილი, მანდატური -თაკო მდივანი.

დედამიწის დღე

Изображение
    სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნა მრავალ წლიანი ტრადიციაა.  ყოველწლიურად, ჩვენს სკოლაში ეს დღე აღინიშნება დიდი ენთუზიაზმით. წელს კი  22 აპრილს  მე-9 კლასის მოსწავლეები მასწავლებლებთან - ლელა მარკოზაშვილთან და ანა პაპაშვილთან ერთად გაერთიანდნენ და პირობა დადეს , რომ დაიცავდნენ დედა ბუნებას და ამით წვლილს შეიტანდნენ ჯანსაღი გარემოს შექმნაში რაც ერთგვარი განუყოფელი ნაწილია ჯანსაღი ცხოვრების წესის.   მათ საკუთარი სურვილით დსაასუფთავეს სკოლის სკვერი და მონაწილეობა მიიღეს ამ დღისადმი მიძღვნილ პოსტერისა და სლოგანის შექმნაში.