,, ალკოჰოლი და თამბაქო ჯანმრთელობის წინააღმდეგ”
2022 წლის 7 აპრილს , ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კოდის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული ლექცია ,, ალკოჰოლი და თამბაქო ჯანმრთელობის წინააღმდეგ” . ლექციას უძღვებოდნენ ბიოლოგიის და ქიმიის პედაგოგები ნინო ოქროპირიძე და მარინე ჩიტუაშვილი. ელექტრონული პრეზენტაცია მოამზადა სკოლის თვითმმართველობამ და წარმოადგინა თვითმმართველობის თავმჯდომარემ - მარიამ კობერიძემ . მსმენელები, საშუალო საფეხურის მოსწავლეები, აქტიურად ჩაერთვნენ შემდგომ დისკუსიაში.