I-IV კლასის მოსწავლეებთან ექიმის საუბრები ჯანსაღი ცხოვრების შესახებ
სსიპ ვ. ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მინიციპალიტეტის სოფ კოდის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრის განმავლობაში ,აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე " ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით". პროექტის ფარგლებში I-IV კლასის მოსწავლეებში, დამრიგებლებისა და სკოლის ექიმის ჩართულობით ტარდება საუბრები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების , ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის გააზრებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავების მიზნით. მოზარდისათვის ჯანსაღი საკვების და კვების რეჟიმის მნიშვნელობაზე და არსებული პანდემიის პირობებში ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.